ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნაცემი ტრანსგენდერი ქალი დაკითხვაზე იმყოფება

ვაკის პარკთან ნაცემი ტრანსგენდერი ქალი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს.

23 წლის მირანდა ფაღავას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიყენებული. მათ შორის თავის არეში.

ფაღავა ყვება, რომ თავდამსხმელი მამაკაცი იყო, რომლის გაღიზიანებაც მირანდას გენდერულმა იდენტობამ გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ამოღებულია თამარაშვილის ქუჩის კამერების ჩანაწერები.

ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს სწავლობს სახალხო დამცველიც.

იტვირთბა....