საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა. ოფიციალური ინფორმაციით, შეწყალების შემდეგ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 539 მსჯავრდებული – აქედან 37 ქალი და 2 არასრულწლოვანი.
თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 291 მსჯავრდებულს, აქედან, 9 ქალსა და 4 არასრულწლოვანს.
1 მსჯავრდებული კი გათავისუფლდა პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში შეწყალების საკითხთა კომისიის 5 სხდომა გაიმართა.
კერძოდ, 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 890 პირის საქმე. შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად 2017 წლის 1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 157 მსჯავრდებული. უფრო კონკრეტულად კი, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 93 მსჯავრდებული, აქედან 6 ქალბატონი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან 2 ქალბატონ მსჯავრდებულს.
2017 წლის 4 აპრილიდან 6 აპრილის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა 579 პირის საქმე. შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად 2017 წლის 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 91 მსჯავრდებული. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 62 მსჯავრდებული, აქედან 3 ქალბატონი მსჯავრდებული. ამასთან, შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 29 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალბატონ მსჯავრდებულს.
2017 წლის 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1073 პირის საქმე. ზემოაღნიშნულ პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად 2017 წლის 6 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 170 მსჯავრდებული. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 120 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალბატონი მსჯავრდებული. ამასთან, შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 49 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალბატონ მსჯავრდებულს. 1 მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
2017 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა/მოხსენდა ინფორმაციის სახით 1406 პირის საქმე. ზემოაღნიშნულ პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად 2017 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 226 მსჯავრდებული. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 141 მსჯავრდებული, აქედან 12 ქალბატონი მსჯავრდებული. ამასთან, შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 85 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალბატონ მსჯავრდებულს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.
2017 წლის 14 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა 1182 პირის საქმე. ზემოაღნიშნულ პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად 2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 187 მსჯავრდებული. კერძოდ, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალბატონ მსჯავრდებულს და 3 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალბატონი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან. 4 ქალბატონ მსჯავრდებულს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.