ბათუმში ანბანის კოშკთან ზღვამ მკვდარი ზღვის ღორი გამორიყა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს. როგორც გუჩმანიძე „ფეისბუქში“ წერს , სავარაუდოდ, მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვა ძლიერ შტორმს უნდა უკავშორდებოდეს.
ბოლო ოთხ დღეში ეს ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის უკვე მეორე შემთხვევაა.