ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, რუსთაველის გამზირი ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს, 00:00-დან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით”- აცხადებენ მერიაში.

იტვირთბა....