ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხის ყოფილი თანამშრომლის აკაკი გოგიჩაიშვილის „ფეისბუქის“ სტატუსს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ფულის გამო სახეს კარგავენ.
„სერია მესამე
ps რა სამწუხაროა, როცა ადამიანები ფულის გამო სახეს კარგავენ და შენი და სწორი პრინციპებისა და ღირებულებების წინააღმდეგ იმათ სამსახურში გადადიან, ვისგანაც გამალებული იცავდი.
pps ხო მართლა, დაბლოკვებით შეწუხებული გოგიჩაიშვილი, პატრიოტთა ალიანსის წევრის ტელევიზიაში გადავიდა. 30%იანი პროდასავლური რ2დან, 0,3%იან ოქუაშვილის იბერიაში“, – წერს გვარამია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ აკაკი გოგიჩაიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა .