„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას აცხადებს, რომ განათლების მინისტრი ცდება და დაუშვებელია სკოლებში რელიგიის ახალ საგნად დამატება.
„ჩემი აზრით, ვინაიდან არსებობს იმის საფრთხე, რომ იგივე მოხდა რაც ადრე და მხოლოდ ერთ რელიგიას ასწავლიან, სკოლებში რელიგია საერთოდ არ უნდა ისწავლებოდეს. განათლების მინისტრი ცდება თუ ფიქრობს, რომ საქართველოში შეიძლება რელიგიის ისტორიის სწავლა. საქართველოში როგორც კი სკოლაში რელიგიის სწავლება დაიწყება, ეს ყველაფერი იქნება მართმადიდებლურად და მღვდლები გაკვეთილზე, რაც კონსტიტუციურად დაუშვებელია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის ისტორიის სწავლება აღდგეს და ის არჩევითი საგანი იქნება.
იტვირთბა....