სავალუტო ჯიხურების რეგულირებაზე ეროვნული ბანკის უფლებამოსილება იზრდება.
ცვლილების მიხედვით, ეროვნული ბანკი სავალუტო ჯიხურებს არამხოლოდ ფულის გათეთრების კუთხით, არამედ სხვა მიმართულებითაც გააკონტროლებს.
სავალუტო ჯიხური ვალდებული იქნება ვალუტის გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ მომხმარებელს მომსახურების გაწევისას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.
“ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავის მიერ დადგენილი წესით. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესს”, – წერია კანონში.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესი ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 მარტამდე უნდა განსაზღვროს.