ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი 2018 წელს ბიტკოინის მსგავს, საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს

ინგლისის ბანკმა შესაძლოა მომავალი წლიდან საკუთარი, ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტა გამოუშვას.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Telegraph-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული საკითხი 2015 წელს, ბანკის მიერ შექმნილმა კვლევითმა განყოფილებამ შეიმუშავა. როგორც The Telegraph ბანკში განუმარტეს, ბრიტანეთის ვალუტა, “სტერლინგთან“ – დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული უნდა იყოს.

ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, ამჟამად ინგლისის ბანკი ციფრული გარიგების ტექნოლოგიას იყენებს, რომელიც ამ ციფრულ ვალუტას მხარს უჭერს.

ინგლისის ბანკმა გასულ წლის მარტში საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ განაცხადა. ციფრულ ვალუტას RSCoin- ს უწოდებენ. ის ფუნქციონირებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნული გადაწყვეტილება “ფულის მიწოდების ცენტრალიზებით” განმარტეს.

იტვირთბა....