ახალი ამბები მთავარი სამართალი

მესტიის საკრებულოს მოკლული წევრი, სავარაუდოდ, შვილს გადაეფარა

მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობის სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის თანახმად, ნიგურიანს მის ეზოში, თოვლის გადაყრის გამო ესროლეს. ახლობლების ინფორმაციით, დაღუპული მეზობელმა თოვლის მის ეზოში გადაყრაში დაადანაშაულა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. კონფლიქტში ნიგურიანის შვილის ჩაერია და იარაღი სწორედ მას დაუმიზნეს, თუმცა მამა შვილს გადაეფარა და თავად დაიღუპა.
„სახურავზე იდგა გარდაცვლილი ომარ ნიგურიანი. მას ახლდა მისი შვილიც, რომლისთვისაც ის ადამიანი აპირებდა სროლას და მამამისი გადაეფარა. ბავშვს აუშარდა რაღაცაზე, თოვლის გადაყრაზე იყო საუბარი“ – აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი ნატო ნიგურიანი „რუსთავი 2“-თან საუბარში.

იტვირთბა....