ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ათენში, სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა

ათენში, სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინოფრმაციით, არავინ დაშავებულა. ჩაიმსხვრა შენობის მინები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი დაუდგენელი პირი სასამართლოსთან მოტოციკლით მივიდა და კიბეზე ჩანთა დატოვა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე მედიასაშუალებამ აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

იტვირთბა....