პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი საკითხი კვლავ საკანონმდებლო ცვლილებები იყო, რომლის მიხედვითაც მაუწყებელს საშუალება ეძლევა განათავსოს კომერციული რეკლამა.
მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველას გვადარდებს. ამავე დროს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედია პლურალიზმის შენარჩუნება,“ – აღნიშნა ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებები ორი მოსმენით უმრავლესობამ უკვე მიიღო, თუმცა არასამთავრობო სექტორი და კერძო მაუწყებლები ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარით ფინანსდება, მაშინ როდესაც კერძო ტელეკომპანიების შემოსავლების ერთადერთი წყარო სწორედ კომერციული რეკლამაა.