aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხენკელი: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების მიღებას 2019 წლიდან შეძლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

ასევე, ჩხენკელმა აღნიშნა, რომ  ჩატარებული კონკურსის შედეგად ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორი  მიუხენის უნივერსიტეტი იქნება.

“ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდა იმას, რომ ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტი ტექნოლოგიურ განათლებაში, ჩამოსულიყო საქართველოში”, – აღნიშნა  ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ნოემბერში დაიწყო. იგი 140 ჰექტარზე აშენებული კომპლექსი იქნება, პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელსაც ფონდი „ქართუ” სრულად აფინანსებს.

იტვირთბა....