აშშ-ის სენატორმა, ლინდსი გრემმა დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს პირისპირ შეხვედრაზე „პატარა ქალბატონი“ უწოდა.
დანიური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მიუნხენში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ოთახში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა კომენტარი უკიდურესად დამამცირებლად და აშკარად სექსისტურად მიიჩნია.
ლინდსი გრემი შეხვედრის მონაწილეებს ეუბნებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანია.
დანიური მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ლინდსი გრემის განცხადებებს მშვიდად უპასუხა: „როდესაც ამას დაასრულებთ, შეხვედრა შეიძლება გაგრძელდეს“.
შეხვედრაზე იმყოფებოდა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენიც. ირკვევა, რომ დემოკრატმა სენატორმა, ელისა სლოტკინმა შეხვედრა დატოვა.

