აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთი და ირანი რეშტ-ასტარის სარკინიგზო მაგისტრალის ბოლო მონაკვეთის მშენებლობას პირველ აპრილს დაიწყებენ

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის და რუსეთ-ირანის სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარის, სერგეი ცივილევის განცხადებით, პირველ აპრილს რუსეთი და ირანი ხელს მოაწერენ შეთანხმებას „ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის“ (ISTC) დასავლეთ მარშრუტზე რეშტ-ასტარის რკინიგზის ბოლო აუცილებელი მონაკვეთის მშენებლობის დაწყების შესახებ.

ცივილევის თქმით, რუსეთმა და ირანმა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილად რეშტ-ასტარის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა საკითხი შეიმუშავეს, მათ შორის არის მიწის რეგისტრაცია და შეღავათების მიღება.

„ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი არის“ 7 200-კილომეტრიანი მულტიმოდალური მარშრუტი რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგიდან ინდოეთის ქალაქ მუმბაის პორტამდე.

2023 წლის მაისში რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს დერეფნის დასავლეთის მარშრუტის ბოლო აუცილებელი მონაკვეთის – ირანში რეშტ-ასტარის მონაკვეთის – დასრულების შესახებ. პროექტის საერთო ღირებულება 1.6 მილიარდი ევროა, მათ შორის 1.3 მილიარდი ევროს კრედიტი რუსეთიდან, დანარჩენი კი ირანიდან.

იტვირთბა....