ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრმა ემზარ კვიციანმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ენმ-ის დღევანდელ სხდომაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება შეაფასა .
„თქვენ ბოდიშით დაიწყეთ დღეს აქ საზოგადოებასთან ლაპარაკი ჩვენი თანდასწრებით, რომ აღელდით. ამის გულისთვის არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი მოსახლეობისთვის, პირიქით, შეიძლება მოსახლეობას ის ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით, იმხელაზეა გათავხედებული უკვე… ეს არის კოჰაბიტაციის შედეგი, რომელიც თავს მოგახვიეს თქვენ და სრულიად საქართველოს. თითქოს ხელისუფლება ვიღაცას ქეჩოში უჭირავს და აცემინებენ ამ ხელისუფლებას „ნაციონალებს“. ქართველების სისხლის სვეს და ახლა კიდევ აგრძელებენ. ცოტა მეტი თავისუფლება გჭირდებათ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაპირისპირება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა. ამ მიმართვას ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს “უნამუსო” და “კორუმპირებული” უწოდა.