ევროკავშირის წევრი ქვეყნები და კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ მკაცრი ზომები მიიღონ ბიტკოინთან დაკავშირებით, რათა ევროკავშირმა თავიდან აიცილოს კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება. ამ საკითხზე გაერთიანება 15 დეკემბერს შეთანხმდა.
შეთანხმება იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ფინანსური დანაშაულებისა და გადასახადების თავიდან არიდების აღსაკვეთად არის შემუშავებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ.
ევროკავშირის კანონმდებლებმა ასევე მხარი დაუჭირეს წინასწარ გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების წარმოების აკრძალვას.
ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ბიტკოინის კურსის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. ახალი კანონის მიხედვით, კრიპტოვალუტით მოვაჭრე ვირტუალური პლატფორმები და ციფრული საფულის პროვაიდერები იძულებულნი ხდებიან მომხმარებლის იდენტიფიცირება მოახდინონ.
კანონის თავიანთ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ევროკავშირის ქვეყნებს 18-თვიანი ვადა აქვთ.
2017 წლის 1-ელ იანვარს ერთი ბიტკოინი 997 აშშ დოლარი ღირდა, რის შემდეგაც კრიპტოვალუტის ღირებულება 20-ჯერ გაიზარდა. ამ დროისთვის კი, ბიტკოინის კურსი 20 000 დოლარს აჭარბებს.