ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

პარლამენტი პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თხოვნა პრეზიდენტს ხვალ გადაეგზავნება და პარლამენტის მოთხოვნა იქნება, რომ სხდომა გაგრძელდეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე. პარლამენტი რიგგარშე სხდომაზე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას განიხილავს.

“ხვალ მივმართავთ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე. როგორც იცით, რიგგარეშე სესიაზე ვმუშაობთ წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ რიგგარშე სესია გაგრძელდეს 21 დეკემბრის 12:00 საათიდან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე. ამიტომ შესაძლებელია, რომ მუშაობა გაგრძელდეს შაბათს და კვირასაც“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის თარიღი.

იტვირთბა....