ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას 20 დეკემბერს განიხილავს

პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა 20 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ითქვა.

მინისტრობის კანდიდატები დღის განმავლობაში კომიტეტების და ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდებიან. 20 დეკემბრის დღის ბოლოს კი ბიუროს სხდომა გაიმართება.

კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტში პრეზიდენტი წარადგენს, ამ საკითხის განსახილველად კი პარლამენტს 7 დღე აქვს.

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

იტვირთბა....