ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტში ახალ ფრაქციას “ქართული ოცნება- დაიცავი საქართველო” ერქმევა

პარლამენტში ერთ-ერთ ახალ ფრაქციას , რომელიც “ოცნებას” გამოეყო, “ქართული ოცნება- დაიცავი საქართველო” ერქმევა. ფრაქციის თავმჯდომარე კი ბიძინა გეგიძე იქნება. ეს ინფორმაცია ბიძინა გეგიძემაც დაადასტურა.

“ფრაქცია შექმნის პროცესშია. უახლოეს ხანებში ის დარეგისტრირდება და ამის შემდეგ გავიგებთ დეტალებს. ვფიქრობ, რომ უფრო ამ ფრაქციაში დეპუტატების საქმიანობა უფრო საინტერესო იქნება. ერთ დიდი ფრაქციაში საპარლამენტო საქმიანობა ნაკლებად ეფექტურია,” – განაცხადა ბიძინა გეგიძემ. ამასთან ის უარყოფს ინფორმაციას, რომ გია გაჩეჩილაძის გამო მმართველ გუნდ დაუპირისპირდა. მისი თქმით, ახალი ფრაქციის შემქმნას ამ ამბავთან კავშირი არ აქვს. “არანაირ კავშირში არ არის ახალი ფრაქციის შექმნა გია გაჩეჩილაძესთან. ფრაქციის შექმნა გაცილებით ადრე დაიწყო,” -განაცხადა გეგიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის შესახებ განცხადება გასულ სასესიო კვირას უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მას შემდეგ, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში ენუქიძისა და გეგიძის ფრაქციები შეიქმნება, უმრავლესობას რვა ფრაქცია ეყოლება, რაც საპარლამენტო საქმიანობისთვის გარკვეულ პრივილეგიას წარმოადგენს, რაშიც სიტყვით გამოსვლისთვის განკუთვილი დრო და აპარატი იგულისხმება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების შემადგენლობაში ორი დამატებითი ფრაქცის შექმნა პარტიის მიერ წინასწარ გაცხადებულ პროცესთან არის დაკავშირებული და მას არაფერი აქვს საერთო გია გაჩეჩილაძის მიერ ტენდერებთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალთან .

წყარო: “იმედინიუსი”

იტვირთბა....