ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხობში დაკარგული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს

70 წლის მამაკაცი, რომელიც ხობის რაიონის სოფელ შავღელეში 3 დღე გაუჩინარებული იყო, არხში, გარდაცვლილი იპოვნეს.

ახლობლების ინფორმაციით, იგი მეგობრის სახლიდან არაფხიზელ მდგომარეობაში გავიდა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

შსს-ს ცნობით, საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

იტვირთბა....