ხულოში, მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ხულოს რესურსცენტრის უფროსის ედუარდ მიქელაძის ინფორმაციით, მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სუიციდი გახდა.
ედუარდ მიქელაძის ინფორმაციით, მოსწავლის ოჯახი სოფელ ვაშლოვანიდან ხულოს სოციალურ სახლში გადმოსახლდა. მიქელაძე არ გამორიცხავს, რომ მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამხდარიყო.
შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.