ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამერიკა კონსერვატორული, ზნეობრივი ქვეყანაა და მიკვირს ის პროპაგანდა, რომელიც საქართველოში დასავლეთის სახელით ხდება”

მამა თეოდორე გიგნაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ამერიკაზე და მასთან დაკავშირებულ არასწორ პროპაგანდაზე, რომელიც მისი თქმით საქართველოში დასავლეთის სახელით ხდება, ისაუბრა.

“ამერიკაში მეც მომიწია ორჯერ ჩასვლა. იქ რომ ჩადის ადამიანი და შეხვდება ძირძველ ამერიკელებს, აღმოაჩენ, რომ ამერიკა თავისი მსოფლმხედველობით და ცხოვრების წესით საკმაოდ კონსერვატორული, ზნეობრივი ქვეყანაა და მერე გიკვირს თუ ის პროპაგანდა, სიტყვიერი თუ ქმედითი გარკვეული უზნეობისა, რომელიც ძალიან ხშირად აქ სწორედ დასავლეთის სახელით ხდება, მერე გიკვირს ეს როგორ ხდება. როცა შენ იქ ჩადიხარ და ამას ვერ ხედავ. მერე კითხვის ნიშნებს სვამს, რომ როცა ადამიანები ამერიკაში ჩადიან სად ნახულობენ ასეთ რამეს, როდესაც იქ მსგავსი რაღაც არ არის”,- განაცხადა მამა თეოდორემ.

მამა თეოდორე გიგნაძემ ასევე მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრედ დანიშვნასთან დაკავშირებით ისაუბრა და ამ ფაქტს მიესალმება. მისი თქმით, მეუფე შიო საყოველთაო ნდობას, სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს.

“მეუფე შიოს მოსაყდრედ გამოცხადება, ეს იყო უაღრესად დადებითი მოვლენა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში იმის გამო, რომ მეუფე შიო საყოველთაო ნდობას, სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს მისი პიროვნებიდან გამომდინარე”,- აღნიშნა მამა თეოდორემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე შიო მუჯირი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ დაასახელა.

იტვირთბა....