ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში მისი პარტიის წევრები უკრაინის სამთავრობო შენობების ბლოკირებას მოახდენენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემთვევაში პარტია “ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტები საოლქო ადმინისტრაციების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის შენობების ბლოკირებას გეგმავენ. მათი თქმით, პოროშენკომ ლუცენკოს უბრძანა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააპატიმროს.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა სრული განუკითხაობის გზით წავიდეს. პოროშენკომ ლუცენკოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს უბრძანა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით და იყავით მზად“,-ნათქვამია უკრაინული ოპოზიციური პარტიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

იტვირთბა....