ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ტერორისტები საქართველოში ქართულმა სპეცსამსახურებმა შემოიყვანეს”

საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი და მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი გოგი თავთუხაშვილი “მეტრონომთან” 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ე.წ. ტერორისტები საქართველოში ქართულმა სპეცსამსახურებმა შემოიყვანეს.

მისი აზრით, ეს  იყო რუსეთის მითითებით დაგეგმილი ხაფანგი, რომელშიც ეს ადამიანები გააბეს. თავთუხაშვილის განცხადებით, მას არ მისცეს უფლება, რომ სპეცოპერაციის დროს, ბინაში გამაგრებულ ადამიანებთან ის დაეკავშირებინათ, რადგანაც არ სურდათ, რომ  ინფორმაცია გაჟონილიყო.

“ეს ხალხი საქართველოში ჩვენმა სპეცსამსახურებმა შემოიყვანეს. ჩნდება კითხვა რატომ და რისთვის, რაზეც პასუხს ვერც ვერასდროს გავიგებთ. ეს იყო ჩვეულებრივი რუსების მიერ დაგეგმილი ოპერაცია. ეს ხალხი შეიტყუეს იმ სახლში და უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, თუმცა ვიღაცამ სიტუაციის სხვა სცენარით გაგრძელება გადაწყვიტეს.

ამიტომაც გადაწყდა ყველა მათგანის განადგურება. სპეცრაზმელებიც სასიკვდილოდ გაწირეს. ასეთი ხალხი ქვეყანაში უბრალოდ არ შემოდის. ესენი საქართველოში არანაირ ტერატქსაც არ აპირებდნენ, ეს სრული სისულელეა. ახლა ინფორმაციებს მედიაშიი თავადვე ავრცელებენ იმას რაც სურთ”,-აცხადებს თავშუხაშვილი “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....