აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ბავშვს რომ შეეკითხო, ვანო მერაბიშვილი ვინ არისო, გეტყვის, ადამიანი, რომელმაც ხალხი აწამაო-ლევან გოგიჩაიშვილი

ვანო მერაბიშვილისთვის სტრასბურგს არ მიუნიჭებია პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, – ამის შესახებ “მეტრონომს” უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განუცხადა:

“სტრასბურგმა დაადგინა, რომ მისი დაკავება არ იყო განპირობებული პოლიტიკიდან მისი ჩამოშორების მცდელობის გამო, უბრალოდ, სტრასბურგმა აღნიშნა, რომ საკნიდან მერაბიშვილის გაყვანა იყო უკანონო და შესაბამისად, ამის გამო ქვეყანას დააკისრა 4000 ევროს გადახდა მისთვის. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ვერ მოახდენს ვანო მერაბიშვილის პატიმრობაზე, ის, აქედან გამომდინარე,  რამე ფორმით საპატიმროს ვერ დატოვებს. ვანო მერაბიშვილის მიმართ ბევრი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბავშვს რომ შეეკითხო, ვინ არისო, გეტყვის, ადამიანი, რომელმაც ხალხი აწამაო. ეს არის მისი განვლილი საქმიანობის მარტივად შეფასება.”-განაცხადა გოგიჩაიშვილმა “მეტრონომთან”.

“მერაბიშვილი VS საქართველოს საქმეზე, სასამართლომ დაადგინა, რომ აპლიკანტის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად იყო გამართლებული, მაგრამ მოგვიანებით არასწორად იქნა გამოყენებულ მასზე ზეწოლის მოსახდენად”- ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზე  გამოქვეყნდა.

სასამართლომ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას. ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, არამატერიალური ზარალის მიყენებისთვის საქართველომ ვანო მერაბიშვილს 4 000 ევრო უნდა გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილის დაცვის მხარე 15 000 ევროს ითხოვდა.

 

 

“სტრასბუგმა ცალსახად უარყო, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია”

 

იტვირთბა....