aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სტრასბუგმა ცალსახად უარყო, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტარსბურგმა დაადგინა, რომ ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს, – ამის შესახებ იუსტიტიის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა:

“სტარსბურგის 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ დაკავება და წინასწარი პატიმრობის შეფარდება იყო კანონიერი. სასამართლომ ასევე მისი გადაწყვეტილების 170-ე პარაგრაფში აღნიშნა, რომ მისი განხილვის მიზანს არ წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის პატიმრობა.

დიდმა პალატამ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი.

მე-18 მუხლთან დაკავშირებით კი, 17 მოსამართლის ხმები გაიყო და 6 ხმით 8-ის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მუხლი, რაც ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ეხება.

სტარსბურგმა დაადგინა, რომ ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს. შესაბამისად, სტრასბუგმა ცალსახად უარყო, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. “-განაცხადა თეა წულუკიანმა.

“მერაბიშვილი VS საქართველოს საქმეზე, სასამართლომ დაადგინა, რომ აპლიკანტის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად იყო გამართლებული, მაგრამ მოგვიანებით არასწორად იქნა გამოყენებულ მასზე ზეწოლის მოსახდენად”- ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზე ახლახანს გამოქვეყნდა.

სასამართლომ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას. ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.

იტვირთბა....