ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში ექსპერტები რომანოვების დახვრეტის საქმეს გამოიძიებენ

განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კომიტეტი, რუსეთი სამეფო ოჯახის დახვრეტას ხელახლა გამოიძიებს, რათა დადგინდეს რიტუალური იყო თუ არა მკვლელობა.

კომიტეტის ხელმძღვანელის მარინა მოლოდცოვას განცხადებით, ამჟამად ფორმირდება ექსპერტების გუნდი, რომელშიც მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები და ისტორიკოსები შევლენ. ასევე საპატრიარქოს მღვდლები.

შედეგები ოფიციალურად ცნობილი გახდებ მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება.

რუსეთის ბოლო იმპერატორის ოჯახის დახვრეტის საქმე, ეკლესიის ინიციატივით 2015 წელს განახლდა. უპირველესყოვლისა, რომანოვების ნაშთების ხელახალი ექსპერტიზა დაინიშნა, რომლებიც ეკატერენბურგიდან, სანქტ-პეტერბურგის პეტრე-პავლეს ტაძარში დაკრძალეს.

2017 წლის ივლისში, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, საგამოძიებო კომიტეტისგან, გამოძიების შედეგების პუბლიკაციის უფლება მიიღო.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, რუსეთის იმპერატორის ნოკოლოზ II-ს ოჯახის დახვრეტის ოპერაციას იაკოვ იუროვსკი ხელმძღვანელობდა, რომელიც მკვლელობის რიტუალურად მოწყობას გეგმავდა. სავარაუდოდ, ასეთი გზით, მას მართლმადიდებული რუსეთის ეკლესიის სიწმინდეების შელახვა სურდა. მეორე ვერსიის, რომანოვები “ერთგვარი კაბალისტური” რიტუალით მოკლეს.

მესამე თეორიის თანახმად კი, მეფის მკვლელობაში ებრაელი ბოლშევიკები იყვნენ გარეულნი, კერძოდ იაკოვ სვერდლოვი, რომლებსაც ქრისტიანული რელიგიის განადგურება სურდათ. ამისათვის მათ ნიკოლოზ II-ს თავი მოაჭრეს და სპირტი წაუსვეს, თუმცა ეს თეორია არ დამტკიცდა, რადგან ოჯახის ნეშთებს შორის მოკვეთილი თავი არავის ჰქონდა.

იტვირთბა....