ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარიას მიმართვა პოლიციელებისადმი: თქვენზე მნიშვნელოვანი მისია ქვეყანაში არავის აქვს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე პოლიციელებს და უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

“თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახე, რამეთუ თქვენ ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ყოველდღიურ რეჟიმში. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამის დამადასტურებელი კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი გუშინ მოხდა”, – განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარიამ სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ღამით დაიწყო, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

იტვირთბა....