aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არავის არ ვადანაშაულებდი ზეწოლაში”: გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მან უკვე მოიხადა სასჯელი და ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი აქვს:

”მე ბრალი აღიარებული მაქვს და სასჯელიც მოვიხადე. მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. გასაგებია, რომ ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ. ოჯახთან მერე ვილაპარაკებ. გამოძიებასთან და პროკურატურასთან მე არ ვთანამშრომლობ”, – განაცხადა გიორგი ბარათელმა.

გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბარათელმა შარაძის მკვლელობა აღიარა.

თუმცა შარაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ გურამ შარაძე წინა ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს, გიორგი ბარათელი უდანაშაულოა და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს.

გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა სასამართლოს მიერ დანაშაულისთვის მისჯილი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო დღეს დატოვა.

 

გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებული ბარათელი დღეს საპატიმროს დატოვებს

 

იტვირთბა....