ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჯანდაცვა

ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით გარდაიცვალა

ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით გარდაიცვალა, – ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

,,პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის წინ მიმართა, მას აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ყელის შეშუპება, მონაცისფრო ნადებები. მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც 6 ნოემბერს გარდაიცვალა”,- განაცხადა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა მაკა გაბუნიამ.

2017 წელს ფოთში ჯილეხის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯილეხი (ციმბირის წყლული) ზოონოზური ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია სპორის-წარმომქმნელი ბაქტერია Bacillus anthracis. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა., ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა.

ჯილეხი ადამიანს ძირითადად გადაეცემა კონტაქტური გზით – ავადმყოფი ცხოველის დაკვლის, ხორცის დამუშავების, მოვლის დროს; პირუტყვის ტყავის, მატყლისა და ძვლის დამუშავებით. მიწის სამუშაოებისას იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა, ცხოველთა სამარხებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე (ვითარდება ჯილეხის კანის ფორმა);
საკვებით – ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (უმი, არასრულად შემწვარი ან მოხარშული) ხორცის გამოყენებით. სპორას ვერ ანადგურებს ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები (ვითარდება ჯილეხის ოროფარინგული და გასტროინტესტინური ფორმები);
ასპირაციული გზით – ჯილეხის სპორით დაინფიცირებული ტყავის ან ბეწვის მტვრის ნაწილაკების შესუნთქვით, იშვიათად ნიადაგის დამუშავებისას (ვითარდება ინჰალაციური ფორმა).
ადამიანიდან ადამიანზე ჯილეხი, როგორც წესი, არ გადადის.

იტვირთბა....