უკრაინის ვიცე პრეზიდენტი თბილისშია. როგორც პავლო როზენკომ განაცხადა, მისი საქართველოში ვიზიტი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ უკავშირდება:
“ამ ვიზიტის მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილი. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და ნაკლებად მაინტერესებს. მე ვარ ვიცე-პრემიერი, კომენტარებს გააკეთებს ის პირი, ვის კომპეტენციაშიც შედის ეს საკითხი. მე ვარ მინისტრი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებით, ამიტომ ეს არ მეხება და არ მაინტერესებს”, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესი დაიწყო

