ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესი დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მისი საქართველოში ექსტრადირების პროცესი დაიწყო.

განცხადება, ამის შესახებ, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერმა “ფეისბუკის” გვერდზე გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის გენერალური პროკურორი ოლიგარქების, ბიძინა ივანიშვილის, პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის დაკვეთას ასრულებს.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლუცენკოს ნებართვით მისი ექსტრადიციისთვის საბუთების მომზადება დაიწყო.

„ნამდვილად, სხვა ვინ იქნება ამით დაკავებული თუ არა ლუცენკო. ის ყველაზე კარგად იცნობდა ჩემს საქმეებს პრეზიდენტობის პერიოდში. მადლობა, იური, ჩემი მოკრძალებული შრომის ასეთი მაღალი შეფასებისთვის“ – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს, რამდენიმე დღის წინ, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა.

იტვირთბა....