ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბარამიძე: სააკაშვილის ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს

საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში და პროცესები უკრაინულ მხარესთან წლებია, მიმდინარეობს, -ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ მედიასთან განაცხადა:

“რაც შეეხება დამატებითი მოთხოვნების გადაგზავნას, ეს პროცედურები მიმდინარეობს, მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ შეფასებისგან თავს შევიკავებ, უკრაინული მხარის გადასაწყვეტია, რა გადაწვეტილებებს მიიღებენ ისინი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

იხილეთ:

უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის ექსტრადირების პროცესი დაიწყო

 

 

იტვირთბა....