ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეუფე დიმიტრი სიძეზე: ოხანაშვილი თვითნება და თვითმარქვიაა

ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად მექცა,-ამის შესახებ მატროსოვოს ციხიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა განაცხადა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის მოსანახულებლად თითქმის ორი საათი იყო შესული:
„ოხანაშვილის სიძეობა თავსატეხად მექცა. ის არის ზრდასრული, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია საუბარი მის უხეშობაზე ადამიანებთან ურთიერთობაში, რაზეც მეუბნებოდა, სამსახური მაქვს ასეთიო.
მე მას ვესაუბრე სასამართლოზე მიცემული ჩვენების შესახებ. მან თქვა, რომ ვერ გავავრცელებდი, რადგან ვარ უცხოეთში და მოსთხოვეთ მათ, ვინც სასამართლოზე იყოო.

მართალი გითხრათ, მეც გაოცებული ვარ, რა კავშირშია პატიმრების შეწყალება, მჩხიბავობა და ციანიდის საკითხი – ვერ ვაკავშირებ“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც პატიმრობა 9 წლით აქვს მისჯილი, შურისძიების მიზნით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ორგანიზების მცდელობისთვის, მეუფე დიმიტრის ნახვას რამდენიმე თვის წინ ითხოვდა.

იტვირთბა....