ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეუფე დიმიტრი: დეკანოზი იფიცება, რომ შეკვეთილ სტატიებთან შეხება არ აქვს

დეკანოზთან ცოტა დაძაბული საუბარიც მქონდა, – ამის შესახებ მატროსოვოს ციხიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა განაცხადა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის მოსანახულებლად თითქმის ორი საათი იყო შესული:

”მამა გიორგისთან ვისაუბრეთ ბევრ თემაზე. ცოტა დაძაბული საუბარი გვქონდა, მკაცრი საუბარიც გვქონდა. ვუსაყვუდურე რომ არ ჩამაყენა საქმის კურსში ბიზნესებთან დაკავშირებით. მკაცრი საუბარი გვქონდა შეკვეთილ წერილებთან დაკავშირებითაც. იცით, რომ ბატონი ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ როდესაც ვიღაცის წინააღმდეგ წერილი იწერებოდა, მერე მამა გიორგი მეუბნებოდა მეუფე დიმიტრი მადლობას გიხდისო. მეუფე იაკობი ოხანაშვილს და მამა გიორგის ადებდა ხელს. მაშინ სულ პირჯვრის წერით დაიფიცა, რომ არანაირი შეხება არ ჰქონდა სტატიებთან. ახლაც იგივე თქვა, რომ არანაირი შეხება არ მქონდაო”- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც პატიმრობა 9 წლით აქვს მისჯილი, შურისძიების მიზნით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ორგანიზების მცდელობისთვის, მეუფე დიმიტრის ნახვას რამდენიმე თვის წინ ითხოვდა.

იტვირთბა....