არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული

მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომის განახლება ვერ ხერხდება და ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

მიზეზი „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერების პროტესტია, რომლებიც მთაწმინდის მე-13 უბნის შედეგების გადათვლას ითხოვენ და დარბაზს არ ტოვებენ.

მათი განცხადებით, საარჩევნო ბლოკს ამ უბანზე პროპორციულ არჩევნებში ნული ხმა დაუწერეს, მაშინ, როცა 15 ადამიანი აცხადებს, რომ უბანზე მისვლისას ხმა „დემოკრატიულ მოძრაობა – თავისუფალ საქართველოს“ მისცა. ადგილზე იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძეც.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ზირაქიშვილის განცხადებით, აღნიშნული საჩივარი უბანზე უნდა დაწერილიყო, სწორედ ამიტომ, საოლქო საარჩევნო კომისიამ ბლოკის საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას “ბიძინა ივანიშვილმა ხმები მოპარა”.

იტვირთბა....