ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეუფე დიმიტრი: დეკანოზი ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მოხდა

დეკანოზი მძიმე მდგომარეობაშია, -ამის შესახებ მატროსოვოს ციხიდან გამოსულმა მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა განაცხადა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის მოსანახულებლად თითქმის ორი საათი იყო შესული:

“ის თავის აზრზეა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მოხდა. მიმაჩნია, რომ შეთქმულება ეკლესიის და მის წინააღმდეგ იყო. ვისაუბრე დიდხანს. კითხვა დავსვი, რომ ეჭვი არ მეპარება, ეს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ იყო.

ჰქონდა თუ არ ჰქონდა მას ციანიდი, ძველ აზრზე ვარ, იმ მხრივ, რომ მაშფოთებს ჩანაწერი, სადაც საუბარია ტკბილზე, განეიტრალებაზე. მრჩება აზრი, რომ მოუწყვეს“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც პატიმრობა 9 წლით აქვს მისჯილი, შურისძიების მიზნით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ორგანიზების მცდელობისთვის, მეუფე დიმიტრის ნახვას რამდენიმე თვის წინ ითხოვდა.

იტვირთბა....