ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეცოპერაცია ვარკეთილში: აყვანილია ერთი ქართველი და ერთი აზერბაიჯანელი მოქალაქე

სამართალდამცველებმა ვარკეთილის სპეცოპერაციისას საქართველოს ერთი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. მათ მოქალაქეები კალაუბნის ქუჩაზე, ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულებაში აიყვანეს.

დაკავების ოპერაციას ესწრებოდა ბრალდებული პირების ადვოკატი, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულ პირებს ბრალად თანხის გამოძალვა ედებათ. როგორც ცნობილია, ბრალდებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს მუქარით თანხას სძალავდნენ.

სპეცოპერაციის ადგილი სამართალდამცველებმა უკვე დატოვეს. დაწესებულების თანამშრომლების თქმით, დაკავებული პირები მომხმარებლები იყვნენ და მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი.

იტვირთბა....