ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეცოპერაცია ვარკეთილში: ორი პირი, სავარაუდოდ, ბიზნესისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული, -ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს გამოძალვა ედებათ ბრალად.

სპეცოპერაცია ვარკეთილში, წულუკიძის ქუჩაზე, კაფე „თეისთში“ ჩატარდა.

“პირველი არხის” ინფორმაციით, დაკავება ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება.

“პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს წულუკიძის ქუჩაზე მდებარე სახლში, რომელშიც სავარაუდოდ დაკავებულები ცხოვრობენ.

ამ დროისთვის სამართალდამცველები რჩებიან კაფე „თეისთის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილზე ამკრძალავი ლენტია გაბმული.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....