ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ხალხი გადის იმ საარჩევნო სიიდან, ვისაც მივეცი ხმა”: გვარამიას სია

 

სავარაუდოდ, ეს ხალხი გადის იმ საარჩევნო სიიდან, ვისაც მივეცი ხმა, -ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“1. ნიკა მელია
2. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
3. ლევან ხაბეიშვილი
4. ირაკლი ნადირაძე
5. ლილე ლიპარტელიანი
6. მარიკა დათუკიშვილი

სავარაუდოდ, ეს ხალხი გადის იმ საარჩევნო სიიდან, ვისაც მივეცი ხმა. სრულიად დარწმუნებული ვარ, ოცნების 40 კაციან ჯგროზე ბევრად ფასეული და დასამახსოვრებელი იქნება მათი საქმიანობა თბილისის საკრებულოში.”-წერს გვარამია.

ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);

„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);

მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობა” დღეს გახდება ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაა დანიშნული. გარდა ამ საკითხისა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები ზოგადად, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში ”ნაციონალური მოძრაობიდან” მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია და ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ.

იტვირთბა....