52 საჩივარი და 105 შენიშვნა – ასეთია საიას შედეგები ამ დროის მონაცემებით. ანა ნაცვლიშვილმა არსებულ მონაცემებზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, დარღვევების უდიდესი ნაწილი პროცედურული ხასიათის მატარებელია.
„ამ პერიოდისთვის დაფიქსირებული დარღვევების უდიდესი ნაწილი არის პროცედურული ხასიათის, მაგრამ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია, განსაკუთრებული ყურადსაღები არის ის ახალი ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა ამ არჩევნებზე თბილისში, როდესაც ადგილი აქვს ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლს, რასაც ახორციელებენ ძირითადად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან კომისიებში.
ისინი აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, შესაბამისად ახდენენ იმ პირების იდენტიფიცირებას, ვისაც მოცემული დროისთვის ხმა ჯერ არ მიუცია. ისინი დგანან იქ საიდანაც მათთვის ხელმისაწვდომია სამაგიდო ვერსია ერთიანი სიის, კანონი გვეუბნება, რომ მესამე პირებს მასთან წვდომა არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპის დარღვევა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.