“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს საკუთარი არჩევანი დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე მე-12 უბანზე დააფიქსირა.
“მე მივეცი ხმა წარმატებულ თბილისს, მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს და მე მივეცი ხმა ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილმა ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.