არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამომრჩეველი ღია ცისფერს, ვარდისფერსა და ღია მწვანე ფერის ბიულეტენებს მიიღებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, დღეს, 21 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი 3 ბიულეტენს – ღია ცისფერს, ვარდისფერსა და ღია მწვანე ფერის ბიულეტენებს მიიღებს. ამომრჩეველი პარტიას ან ბლოკს, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს და მერს აირჩევს.

“ღია ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის, რითაც ამომრჩეველი საარჩევნო პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აირჩევს. ვარდისფერი ბიულეტენი განკუთვნილია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. ღია მწვანე ფერის ბიულეტენი კი განკუთვნილია თვითმმართველი ქალაქის მერის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში დღეს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

იტვირთბა....