სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ სროლას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ეხმაურება:
“ძალიან შეწუხებულები ვართ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, გამოვხატავთ შეშფოთებას, რადგან დაჭრილი არიან ადამიანები. ზოგი მათგანი, მძიმე მდგომარეობაშია. მთავარი მოლოდინი არის ის, რომ სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს დამნაშავეების გამოსავლენად. ეს საშინელი ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, განსაკუთრებით არჩევნების წინა დღეს”, – განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამით, ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან თავდასხმა. შედეგად დაიჭრა 5 ადამიანი. გამოძიება დაწყებულია.