პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომას ატარებს:
„რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც იმაზე მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკურ გუნდი, რომლისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება ქვეყანაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.