ზუგდიდი რაიონის სოფელ ერგეტაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდაჭერებმა“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით “ევროპული საქათველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა:
“დღეს ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე სოფელ ერგეტადან მომავალ ხალხს გადაუდგნენ ადგილობრივი ქოცები, არ ატარებენ ტრანპორტს, დამტვრევით ემუქრებიან. ლელა ქებურიას ქმარს თავს დაესხნენ. ამასობაში სოფელ ჭადუაშში 2 მარშუტკა ჩახსნეს და მანქანებით ცდილობს ხალხი ჩამოსვლას. მე და დათო ბაქრაძე გზაში ვართ და აქცია აუცილებლად შედგება.
ბრიყვო ოცნება ხალხთან ბრძოლას, ფაროსანას ებრძოლეთ. 21 ოქტომბერს ზუგდიდი დასჯის სამაგლითოდ ოცნებას”- წერს უგულავა
“ევროპულმა საქართველომ” ვიდეოც გაავრცელა, სადაც სოფელ ერგეთთან მიმავალ ხალხსა და ოცნების ადგილობრივ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაა ასახული.
როგორც გიგი უგულავამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, ხელისუფლება გულგრილია ზუგდიდში უპირველეს პრობლემად წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, რაც ფაროსნების მიერ მიყენებულ ზარალს ეხება.
“სამეგრელოში ყველაზე მწვავე საკითხია ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი. ხელისუფლება სრულ გულგრილობას იჩენს ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა სოფელში ოცნების ადგილობივი წარმომადგენები პრობლემებს უქმნიან ტრანსპორტის მფლობელებს, ზოგს საბურავებს უშვებენ. პირდაპირ ცემაზე არიან გადასულები, რამდენიმე ადამიანი დაზიანებულია. ოცნების წარმომადგენლებს გადაკეტილი აქვთ ნახევარი ზუგდიდი. აბსოლუტურ სიგიჟეს აქვს ადგილი. ეს გოგია აბსოლუტური შეურაცხადი კანდიდატია. ერთადერთი რაც მოსახლეობას ეუბნება ხელისუფლება არის ის, რომ მოვა ზამთარი და ფაროსანა დაიძინებს. ჩვენ მივალთ ბოლომდე და ხელისუფლება დაინახავს, რომ აბუჩად აგდება არ გაუვა. ბოლო ინსტანციის კრეტინი უნდა იყო, რომ ზუგდიდში ეგეთი რაღაც გააკეთო.” – აცხადებს უგულავა.
აქციის მონაწილეები გეგმავენ გუბერნატორთან მისვლას. უგულავა ამბობს, რომ აქცია მაინც ჩატარდება მიუხედავად ამ ვითარებისა.