aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მითვალთვალებენ”: სააკაშვილი მის შესაძლო ლიკვიდაციაზე კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ГРУ“-ს წარმომადგენლებს სახეზე ვერ ამოვიცნობ, მაგრამ უკრაინის უშიშროების წარმომადგენლები, რომ დამდევენ და მითვალთვალებენ, ამის გარანტიას გაძლევთ”, -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჟურნალისტ აიდერ მუჟდაბაევის ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, 17 ოქტომბერს სააკაშვილის მკვლელობა იგეგმება:

“ახლა უკრაინის უშიშროების ქვედანაყოფებმა მთლიანად შეწყვიტეს პრორუსულ ძალებთან კავშირი და მთლიანად დაკავებულები არიან ჩვენით. ასე რომ თუკი არიან “ГРУ“-ს წარმომადგენლები, მაშინ ისინი აუცილებლად იმოქმედებენ თავიანთი, ვლადიმირისკელი “კოლეგების” დავალებით”-წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ჟურნალისტი და ყირიმელი თათრების პირველი ტელეკომპანია ,, ATR“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბლოგერი და ამავდროულად ,, Московский Комсомолец”-ის ჟურნალისტი, აიდერ მუჟდაბაევი სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
“მიხეილ სააკაშვილს მკვლელობა ემუქრება. შესაძლოა 17 ოქტომბერს. მას უთვალთვალებს რუსული “გრუ”. მოსკოვის ბრძანების შემთხვევაში, ისინი თავიანთ საქმეს გააკეთებენ”.

აიდერ მუჟდაბაევის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულად იხილეთ აქ: უკრაინელი ჟურნალისტი: 17 ოქტომბერს სააკაშვილის ლიკვიდაციას ,, ГРУ“ გეგმავს

იტვირთბა....