aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინელი ჟურნალისტი: 17 ოქტომბერს სააკაშვილის ლიკვიდაციას ,, ГРУ“ გეგმავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

17 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინელი ჟურნალისტი და ყირიმელი თათრების პირველი ტელეკომპანია ,, ATR“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბლოგერი და ამავდროულად ,, Московский Комсомолец”-ის  ჟურნალისტი, აიდერ მუჟდაბაევი წერს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა შესაძლოა 17 ოქტომბერს რუსულმა სპეცსამსახურებმა განახორციელონ:

“მიხეილ სააკაშვილს მკვლელობა ემუქრება. შესაძლოა 17 ოქტომბერს. მას უთვალთვალებს რუსული “გრუ”. მოსკოვის ბრძანების შემთხვევაში, ისინი თავიანთ საქმეს გააკეთებენ. კითხვა შემდეგშია-გასცემენ თუ არა ბრძანებას. და თუ გასცეს ბრძანება, მერე, რა თქმა უნდა, მცდელობა იქნება, ყველაფერი უკრაინულ ხელისუფლებას და საერთო ჯამში, ირიბად, პრეზიდენტ პოროშენკოს გადააბრალონ. ჩვენი პრეზიდენტის ადგილას, მე ახლავე ვიზრუნებდი სააკაშვილის უსაფრთხოებაზე. სრული ძალისხმევით.
პ.ს. წყარო არ მკითხოთ, მაგრამ ის ჩემთვის სანდოა. მე ჟურნალისტი ვარ და ეთიკა ვიცი-ეს გამორიცხულია. “-წერს მუჟდაბაევი.

იტვირთბა....