ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: უმრავლესობა საკრებულოს შენობაში მარტო დარჩა და ივანიშვილის სურვილებს ასრულებს

ამ წუთებში ისევ დაძაბულობაა საკრებულოს შენობასთან, სადაც თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილიც იმყოფება. მისი თქმით, საკრებულოში დარჩნენ უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილებს სურვილებს ასრულებენ:
“სრული განუკითხაობა სუფევს ამ შენობაში. საკრებულოს დეპუტატსაც აღარ უშვებენ შიგნით. მარტო დარჩა უმრავლესობა და მარტო უწევენ ხელს ბიძინა ივანიშვილის სურვილებს.” – განაცხადა უდუმაშვილმა.რამდენიმე წუთის წინ თბილისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო.  ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრება სცადა. თუმცა თავდაპირვლად მას დაბრაზში მყოფმა დაცვის და სამაქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა ამის საშუალება არ მისცეს.  დათუკიშვილის წინააღმდეგობის გაწევა სხვა ოპოზიციის დეპუტატებმა ბუხრაშვილმა და სამნიძემ გააპროტესტეს.

უსაფრთიხების სამსახურის წარმომადნელემა დარბაზიდან ძალით გაიყვანეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე. მოგვინებით დათუკიშვილმა ალიბეგაშვილის მაგდასთან მიახლოება სცადა. დათუკიშვილი ასევე შეეცადა  თავმჯდომარის მიკროფონის გამოყენებას. თუმცა მას მიკროფონი გამოურთეს. ალიბეგაშვილის მაგიდასთან მისვლას სამნიძეც შეეცადა. სამინიძის განცხადებით დღევანდელი სხდომა უკანონოა და მისი დახურვის უფლება არ ჰქონდათ.

ამის შემდეგ კი ოპოზიციამ დემონსტრაციულად სხდომა დატოვა. საკრებულოს გარეთ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაა.

შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად  დაგეგმილია, რომ განიხილონ თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე მსჯელობა.

იტვირთბა....