„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დეპუტატი რომან გოცირიძე „მეტრონომთან“, ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებს. მისი თქმით, კომისიის დამოკიდებულება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ კვლავ იგივეა. გოცირიძის განცხადებით, ერთადერთი სიახლე, ეს არის ის, რომ მათ „ქართული იცნება“ დაპირდა, დაშვებული შევდომების გამოსწორებას, თუმცა ამისთვის არაფერი გააკეთეს და კომისია კიდევ ერთხელ მოატყუეს.
მისი განცხადებით, დღეს სიტუაცია უფრო გაუარესებულია და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები კიდევ უფრო ბონდოვანია. დეპუტატის თქმით, ეს ეხება ადამიანის უფლებების სფეროს, რელიგიის თავისუფლებას, ბლოკების გაუქმების საკითხი, ასევე ბონუსური სისტემის შემოღება. მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს სწორედ ამ საკითხების გამოსწორებას დაჰპირდა და მანაც დაიჯერა რომ შეასრულებდნენ.
„ვიცით, რომ ვენეციის კომისიას ერთი კონსტიტუცია წააკითხეს და სრულიად სხვა მიიღეს. ვენეციის კომისიამ კვლავ გამოთქვა უკმაყოფილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 7 წლის შემდეგ გადასვლაზე და წუხილი გამოთქვა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ იცრუა. რატომ უნდა ვენდოთ მათ, რადგანაც ახლა თუ დაიწყება საპარლამენტო სესიები, ეს ცვლილებები ძალაში 2018 წლის ივნისში შევა და მმართველ გუნდს ამის შემდეგ კიდევ თავში რა აზრი მოუვათ კაცმა არ იცის.
ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს კონსტიტუცია არის ერთ პარტიული და ხელისუფლება მის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა 7 წლის შემდეგ გადავა და არ არის ეს გადაწყვეტილება კონსენსუსით მიღებული. გარდა ამისა, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ვენეციის კომისიას არაფერი უთქვამს, ასე არ არის და კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ სანამ სენატი არ იქნება, პრეზიდენტი არის დამაბალანსებელი. მათი რეკომენდაციაა, რომ საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის დაფუძნებამდე, სადაც ხელისუფლებებს შორის ბალანსი იქნება, პრეზიდენტი აუცილებლად საჭირო ინსტიტუტია,რომელიც ხალხის მიერ არჩეული უნდა იყოს“,-ამბობს გოცირიძე „მეტრონომთან“.
მისი თქმით, აბსურდია, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემა პროპორციულზე მხოლოდ ოპოზიციის გამო არ გადავიდა, რადგანაც მათთან კონსენსუსი ვერ შედგა. გოცირიძის განცახდეებით, შეთანხმებული საკითი „ქართულმა ოცნებამ“ თავად გადაიფიქრა, რადგანაც ფულიანმა მაჟორიტარებმა ბუნტი ატეხეს და ამის გამო ხელისუფლებამ შეთანხმებაზე უარი თქვა.
პარლამენტარის განცახდებით, ისინი არაფერ შუაში არიან და პირიქით, ხელისუფლებას ახალი წინადადება შესთავაზეს, რომ მათ 35 ხმას დაუმატებენ, თუ რომელიმე ურჩმა მაჟორიტარმა მხარი არ დაუჭირათ. მისი აზრით, მაჟორიტარი იმიტომ შედის პარლამენტში, რომ მან ბიზნესი აკეთოს და ტენდერებში მისმა კომპანიებმა გაიმარჯვონ. გოცირიძის აზრით, მაჟორიტარებს პარლამენტში დღეისთვის სხვა რაიმე დანიშნულება არ გააჩნიათ.
შეგახსენებთ, კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა გახდა ცნობილი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ამბობს, რომ კომისიის დასკვნაში კონსტიტუციის დოკუმენტის ნაკლოვანებებზე მკაცრი აქცენტები გაკეთდა:
„კომისიის თავმჯდომარემ და მომხსენებლებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი იმას, რომ დოკუმენტში რჩება მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ეს ეხება ფართო კონსენსუსის ნაკლებობას და ასევე, ეხება პროპორციულ არჩევნებს, ბონუსის სისტემას და ა.შ. პრეზიდენტი მზადაა, დარჩენილ დროში ხელი შეუწყოს ფართო კონსენსუსის შექმნას. ამ შესაძლებლობის გამოყენების აუცილებლობაზე ასევე, აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ თავის დასკვნითი სიტყვის დროს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ვენეციის კომისიის სხდომას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაესწრო.